თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ორი მოზარდი დაიკარგა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებას მოზარდების დაკარგვასთან დაკავშირებით ადგილობრივებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი მალევე ამოიყვანეს. ბავშვი ამ ეტაპზე თბილისის რეფერალურ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, მაშველებმა 10 წლამდე ასაკის ბავშვი მდინარედან ცოტა მოგვიანებით, უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.