LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა

95
მტკვარი კასპი

კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილობრივების თქმით, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის იოსებ მარღიშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები