LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ

268
მაშველები

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ. შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამი ახალგაზრდა „ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში იყო შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.

ავტომობილში მყოფთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი სამსახურის მაშველები, ამ დრომდე ეძებენ.