LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, ზედ წყალი გადადიოდა – კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა“ – რას ჰყვება მამა, რომელსაც ადიდებულმა კავთურამ, შვილი თვალწინ გასტაცა

532
ტრაგედია კავთისხევში

კავთისხევში დაკარგულ ახალგაზრდას, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ირკვევა, ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:

„ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, ზედ წყალი გადადიოდა. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო.

ასევე ნახეთ

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამი ახალგაზრდა „ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში იყო შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.

გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა“. – ამბობს დაკარგულის მამა.

ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

"კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა… მეზობლის ბიჭი ამოვიყვანე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი დინებამ გაიტაცა" | ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday 8 May 2024

პოპულარულები