LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ჯარჯი დავშორდით.. თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე“ – რას წერს თათია შარანგია

13569
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თათია შარანგია უზიარებს მეგობრებს სოციალურ ქსელში.

„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში.

თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე.

ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ“, – წერს თათია შარანგია.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი რამდენიმე ხანია რაც დაოჯახდა. თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე ივნისში იქორწინა.

5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს, ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული – რის გამო უხდის ბოდიშს თათია შარანგია გამომწერებს

ვიდეო: თათია შარანგია დაქორწინდა – კადრები ულამაზესი ცერემონიალიდან

ვიდეო: „ხელიხელჩაკიდებული ვივლით, ცხოვრების გრძელ გზაზე, ერთად ვიხარებთ იმ სიყვარულით რამაც გაგვაერთიანა” – თათია შარანგია ქორწილის კადრებს გვიზიარებს

„მე ვზეიმობ სიხარულს, მე ვზეიმობ სიყვარულს, მე ვარ ბედნიერი!!! სიყვარული ვიგრძენი და შევიგრძენი ბოლომდე! გმადლობ თა, შენ ამ ყველაფრისთვის!“ – თათია შარანგიას მეუღლე სიყვარულს საჯაროდ ემოციური სიტყვებით უხნის

თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ურთიერთობის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიაში გასულ წელს გავრცელდა.

ფოტო, ვიდეო: თათია შარანგია ახალ რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

„ორმა ერთნაირმა ვიპოვეთ ერთმანეთი… აუცილებლად მოვყვები ჩვენი გაცნობის ისტორიას“ – თათია შარანგია პირად ურთიერთობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები