LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1578
363794686_678933756983769_4209120535124266079_n

„მე და მაშო  ძაან ბევრი მწერდით მაშოზე“, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, შოვის ტრაგედიის ცნობილი გმირი, ლურჯმაისურიანი ბიჭი, დავით ჯელაძე წერს, რომლის გმირობის ფოტოც ვირუსულად გავრცელდა.

ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„რა ლამაზია მაშო“,

„ულამაზესია“,

„რა ლამაზი ხარ მაშო და როგორი საამაყო ბიძა გყავს.“ – წერენ სოციალურ ქსელში

 

მე და მაშო❤️
ძაან ბევრი მწერდით მაშოზე ❤️

Posted by David Jeladze on Wednesday, August 9, 2023

 

 

შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გაიხსენა, რა გზა გამოიარა პატარა დისშვილთან – მაშოსთან ერთად.

„ვფიქრობ, მაშო რომ არ მყოლოდა, საერთოდ არ მომაფიქრდებოდა იმ შორი გზის გავლა და იმ სასტუმრომდე მისვლა, მაგრამ რომ დავინახე, ბავშვს უკვე სციოდა და აღარ შეეძლო იმ მიწაში ყოფნა, რა უნდა გამაკეთებინა“? – იხსენებს დავით ჯელაძე.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g