LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა” – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება

313
გოგა

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია. გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

“მოვკალი კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა”, – ამბობს ბრალდებული.

მხოლოდ პატიმრობა, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო: ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ექსპერტიზა ჩატარდება, ძალიან საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა, დათრგუნული იყო დღეს ძალიან, შეშინებული, განიცდის ძალიან მწარედ" - აღნიშნავს ადვოკატი

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე, გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

დღეს უნდა გადაწყდეს, აირჩევს თუ არა, ბრალდებული გზირიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გზირიშვილმა დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g