LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც იყო“ – ორსული ქალის მკვლელობის საქმის პროკურორი 

122
ორსული ქალი მკვლელობის პროკურორი

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილის საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ საქმის გარემოებებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ფაქტები, რაც გამოძიებისა და სასამართლოში გამოკვლევის დროს დადგინდა, დღეს ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს და ვერსიებს ეწინააღმდეგება, თითქოს, ის თავის ქმედებებს ვერ აცნობიერებდა.

პროკურორის თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გზირიშვილის მიერ ქეთა კეპულაძისთვის მიყენებული 30 ჭრილობიდან 10 მძიმე იყო.

“ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა” – ექსპერტიზის დასკვნა

მისივე განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ არის დადგენილი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც, ის ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს.

„მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციაა მოცემული, რომ მას გარკვეული ფსიქიკური ნაკლი გააჩნდა, თუმცა, მას ეს ხელს არ უშლიდა, ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად, მას შეუძლია, პასუხი აგოს. მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია უშუალოდ სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ყველა ჭრილობა საერთო ჯამში სიკვდილის გამომწვევი გახდა, ვინაიდან, გარდაცვლილი ფაქტობრივად სისხლისგან დაიცალა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს საერთო ჯამში მიყენებული ჰქონდა 30 ჭრილობა, მათ შორის, 10 იყო მძიმე ხარისხის, ეს რაოდენობა მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით და მისი მიზანი არამხოლოდ მკვლელობა, არამედ მკვლელობისას გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებაც გახლდათ.

საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, მათმა წლინახევრის შვილმა უშუალოდ დაინახა თუ არა, აღნიშნული დანაშაული. ბრალდებული გამოძიების ეტაპზე ამბობდა, რომ ბავშვს მკვლელობა არ დაუნახავს, სამწუხაროდ, შემთხვევის ადგილზე სხვა მოწმე არ იმყოფებოდა.“ – განაცხადა ჟორჟოლაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

„ფსიქიკური პრობლემები მქონდა, უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ.. ეჭვიანობა არ გვქონია, ერთმანეთი გვიყვარდა“ – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები