LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქიკური პრობლემები მქონდა, უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ.. ეჭვიანობა არ გვქონია, ერთმანეთი გვიყვარდა“ – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული

88
fortuna.ge-66-2022-03-18_16-40-10_243058

დღეს, 12 სექტემბერს ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

როგორც ბრალდებულმა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, ის ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და ასევე აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

“ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა” – ექსპერტიზის დასკვნა

„ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. სანამ ჯანსაღ გონებაზე ვიყავი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ურთიერთობა არ შეცვლილა, მე შევიცვალე, არაადეკვატური ვიყავი, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, როგორც შემეფერებოდა, ისე არ ვიქცეოდი.

ქეთა მეხმარებოდა, ცდილობდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, ექიმთან რომ დავდიოდი, წამლებს მასმევდა. საწყობში ვმუშაობდი, მერე ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობდი, ნარკოტიკების გამო, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოვიხმარდი დიდი პერიოდის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, მოვუხშირე და ფხიზელი აღარ ვიყავი, სასმელს თავი დავანებე და ნარკოტიკზე გადავედი, ხან ყავაში ვისხამდი ნარკოტიკებს, ხან ჩაიში, ხან ლუდში.

ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვიღებდი და სხვა რამესაც. უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ, ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მის ახლობლებსაც ჰკითხეთ. ციხეში უფრო დავლაგდი, ნარკოტიკებს რომ არ ვიღებ, წამლებს ზომიერად მასმევენ“, – განაცხადა ბრალდებულმა.

გზირიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან გამოიგონა, როდესაც თქვა, რომ მეუღლე მის დანახვაზე მობილურ ტელეფონს მალავდა.

„რაღაც მიზეზი მოვიფიქრე, რომ ჩემზე პოლიციაში ზეწოლა არ ყოფილიყო, რაღაც მიზეზი ხომ უნდა მეთქვა.. საგიჟეთში არ მინდა წასვლა და რაც მოვიფიქრე, თავის გადასარჩენად, ყველას ის მოვუყევი..

რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი, რომ მკვლელობა ჩავიდინე და გავაანალიზე, რომ პირველ რიგში, პოლიცია უნდა გამომეძახებინა. ნორმალურად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი? ამპულებით ვსვამდი “დიმედროლს”. მარიხუანას 3 წელი ვიღებდი, შემდეგ სხვადასხვა ნარკოტიკს.

მეჩვენებოდა რაღაცები, რომ კაკუნი იყო და რომ გავაღებდი კარს, გარეთ არავინ იყო. ფსიქიატრიულში მამამ წამიყვანა, ერთად ვიყავით, ექიმმა წამლები გამომიწერა და ვსვამდი“, – აღნიშნა გზირიშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები