LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ქალმა, რომელიც ქმარმა 9 თვის ორსულს ისე სცემა, რომ მშობიარობა დაეწყო, ჩივილზე უარი განაცხადა… იმიტომ, რომ გულის წასვლამდე ეშინია, ციხიდან გამოვა და უარესს მიზამსო – ეს დაუსრულებლად გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ სიყრუე, სიმუნჯე და სიბნელე იქნება“

138
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის შესახებ მძიმე ისტორიას უზიარებს და წერს, რომ ახლადნამშობიარებ ქალს პოლიციაში განაცხადის გაკეთების ეშინია, რადგან ჰგონია, რომ მეუღლე „უარესს უზამს“.

სინჯიკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მამაკაცი ცოლის ცემისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევია:

„ახალი რა უნდა მომხდარიყო. მოხდა ისე, როგორც სხვა წინა თითქმის ყველა შემთხვევაში. ქალმა, რომელიც ქმარმა 9 თვის ორსულს ისე სცემა, რომ მშობიარობა დაეწყო, უარი განაცხადა ჩივილზე და პოლიციასთან თქვა, რომ უბრალოდ ეზოში წაიქცა. რომ გაჩვენათ უბრალოდ სახეზე რა სჭირს.

რასაც ჰქვია გადმოტრიალებული აქვს, ისეა ნაცემი. ძრწის, ისე ეშინია ქმრის, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია მისი ცემისთვის. ისიც, იმიტომ რომ მაშინ ქუჩაში გამვლელების თვალწინ, გამეტებით სცემა და ბევრი მოწმე ჰყავდა შემთხვევას.

ქალი მაშინაც უარს ამბობდა ჩივილზე, ციხიდან გამოვა და უარესს მიზამსო. და აი უქნა კიდეც. პოლიციის გარდა, რომელიც ჩვენ მივიყვანეთ, არავინ არ მოსულა და არ მოუკითხავს ქალი. ახლა ისევ ქმართან სახლში დაბრუნდება.

იმიტომ, რომ გულის წასვლამდე ეშინია. იმიტომ, რომ მიაჩვიეს ასეთ მორჩილებას. იმიტომ რომ ოთხი შვილი ჰყავს და რომც გამოიქცეს, სახელმწიფო სულ რამდენიმე თვით გააჩერებს თავშესაფარში და მერე ოთხივე ბავშვით პირდაპირ ქუჩაში მოუწევს ცხოვრება. იმიტომ, რომ განათლება არ აქვს. იმიტომ, რომ პროფესია არ აქვს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სოციალური სამსახური და გაჩერებული საათი ერთნაირად მუშაობს.

იმიტომ, რომ ერთი მხარდამჭერიც არ მოსულა კლინიკაში, არავის გაუმხნევებია ქალი და არავის გაუპროტესტებია ქმრის საქციელი. მარტო პოლიცია კიდევ ვერაფერს იზამს, როცა ქალი ამბობს, რომ უბრალოდ წაიქცა და ძალიან უყვარს თავისი ქმარი და ოჯახი. ასე ამბობს ჩვენებაში და თურამეა ასე იტყვის სასამართლოზეც. ყველამ, უკლებლად ყველამ, ზუსტად ვიცით სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ არაფერი არ იცვლება.

ეს დაუსრულებლად გაგრძელდება, სანამ ასე სიყრუე, სიმუნჯე და სიბნელე იქნება ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ. ამდენი უსამართლობის ყურება კიდევ აგიჟებს. მართლა აგიჟებს ადამიანს.“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ახალი რა უნდა მომხდარიყო. მოხდა ისე, როგორც სხვა წინა თითქმის ყველა შემთხვევაში. ქალმა, რომელიც ქმარმა 9 თვის ორსულს ისე…

Posted by Akaa Sinjikashvily on Monday 29 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები