ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ქალის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, საცხოვრებლის გარეშე დარჩა და უკვე ორი თვეა ღამეს ქუჩაში, სკამზე ათევს.
„ქუჩაში, უბედური ქალი ვიპოვეთ ღამით. ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა და ორი თვეა სკამზე სძინავს გარეთ. აქედან დილას დგება და დამლაგებლად მუშაობს, რომ უბრალოდ საჭმელი ჭამოს. მათხოვრობის ერიდება და მუშაობს, როგორც შეუძლია. ღამით კი აქ წვება და უძლებს.
ფსიქიკაც მძიმედ აქვს დაზიანებული უკვე, სასწრაფოდ არის საშველი. ბანაობა და ტანსაცმელი გვთხოვა, სამუშაოდ აღარ მიმიშვებენ მალეო.
ასე რომ ეს ქალი მივატოვოთ, ყოველდღე უარესად გახდება. ორი თვე, გარეუბანში, ქუჩაში, სკამზე დაიძინეთ ქალმა და მიხვდებით, რასაც ვამბობ. ქირითაც აღარავინ უშვებს სახლში.
საჭმელს და ტანსაცმელს ისედაც მივცემ მე, სასწრაფოდ საცხოვრებელია მოსაგვარებელი. საწოლზე ძილი სჭირდება ადამიანს. უპატრონოა, უსახლკარო და ფსიქიკადანგრეული.
მეც მაქვს და თქვენც მომეხმარეთ, რასაც შეძლებთ. უნდა გამოვაცოცხლოთ და ფეხზე დავაყენოთ ადამიანი.
აბა, ჩვენ ვიცით“, — წერს აკა სინჯიკაშვილი.
