LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ დღეში გამოხატული საქართველო და ხალხის ძალა“ – რაზე წერს აკა სინჯიკაშვილი

157
ბაიკერი (2)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს გვიზიარებს. მისი თქმით, მოხუცი ქალის დასახმარებლად მოქალაქეები მოკლე დროში გაერთიანდნენ და მათ დახმარება გაუწიეს.

„ერთ დღეში გამოხატული საქართველო და ხალხის ძალა ❤️❤️❤️

რამდენიმე საათში დავირაზმეთ ორი ათეული ადამიანი და ბებოს დიდი ბედნიერება ვაჩუქეთ ❤️❤️❤️

გოგოებმა დააწკრიალეს მთელი სახლი, დაბანეს ბებო და ჩააცვეს სუფთა ყველაფერი. ექიმმა გაუკეთა ყველაფერი რაც შესაძლებელია. ვაჭამეთ ადამიანებს და რაც მთავარია, დავუბრუნეთ დაკარგული იმედი, რომ არავის აღარ ახსოვს და რომ არავის აღარ სჭირდება. ზეგ ისევ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ❤️ ვისაც გეცლებათ, მომწერეთ და აქ ვართ ❤️

ეს ადამიანები კი ფოტოზე, არიან გმირები, რომლებსაც ყველაფრის მოგვარება და ადამიანების გაბედნიერება შეუძლიათ ❤️

უზომოდ ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ხალხნო, მიყვარხართ“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g