LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ამბებიც ხდება, დიდი მადლობა ყველას“ – აკა სინჯიკაშვლი სასიხარულო ამბებს გვიზიარებს

100
akasindjikashvili

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე სასიხარულო ამბავს ავრცელებს. საქმე ეხება მის საქველმოქმედო საქმიანობას.

„რამდენიმე კარგი ამბავი. ბებოს სოფელში ჰქონია თავისი მიწა და ძველი შენობა, რომელშიც არ იცხოვრებოდა. გაურემონტდება და თავის მიწაზე და თავის სახლში დაბრუნდება. ყურადღებას თამთა მიაქცევს, ექნება საჭმელი და წამლები ყოველთვის, რამდენჯერაც დასჭირდება. ფოტოზე ვეუბნები, რამდენი ადამიანი დაეხმარა, რომ მარტო არ არის და არ იცით ეს რამხელა იმედია და რამხელა ძალას აძლევს ადამიანს.

ქუჩიდან კაცი შევასახლეთ საცხოვრებელ კონტეინერში, მივეცით საჭმელი და ტანსაცმელი, ვუქირავეთ მანქანა, კარგი მძღოლია, იტაქსავებს და ვეცდებით ყველაფერი კარგად იყოს.

ამის გარდა, დავამთავრეთ პროდუქტების დარიგება ქუჩაში დარჩენილებისთვის. ვიყავით თითქმის ყველასთან, რაც მოგვწერეთ და გამოგვიგზავნეთ და რეგიონებში მივიტანეთ რამდენიმე საბავშვო ბაღში სათამაშოები, სადაც თითქმის არ ჰქონდათ დანარჩენ შეგროვილ ტანსაცმელს და ნივთებს წავიღებთ ლაგოდეხში.

და საოცარი ამბავი – მაღალმთიან სოფელში, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობდა სამი ობოლი ბავშვი.

ჩვენ ვუყიდეთ დიდი კონტეინერი, ჩავუტანეთ და დავუდგით. ამ დროს “საერთაშორისო ქართულის სკოლის” პატარა მოსწავლეებმა, 1-4 კლასის ბავშვებმა მოაწყვეს თავისი ნაძერწების გამოფენა, შემოსული ფულით თანატოლებს უყიდეს საწოლები, ტანსაცმელი და ტკბილეული.

დიდი მადლობა ქეთი დოჩანაშვილს და პატარა მოსწავლეებს, ამ საოცარი საქმისთვის.

კარგი ამბებიც ხდება, არ მოიწყინოთ.

დიიიიიდი მადლობა თქვენ ყველას.

მიყვარხართ“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g