ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში იმ მარტოხელა დედისა და მისი ორი შვილის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომელთა დახმარებისკენ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ მოუწოდა.
მისი თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერით ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებელი, ბავშვები კი დედასთან ერთად უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ.
„ასეთი ბედნიერი დღეების ლოდინში ვატარებთ ცხოვრებას და როცა დგება, არც გვჯერა, ისე ვუყურებთ ყველაფერს. გეფიცებით, ვინმე თუ როდისმე მკითხავს, ცხოვრებაში რა გაგიკეთებიათო, დღევანდელ დღეს ამოვჭრი ჩემი ცხოვრებიდან და ცაზე გავუშვებ როგორც ვიდეოს, უზარმაზარ ეკრანზე.. როგორც ფილმს, დიდ ბედნიერებაზე.
დღეს, თქვენთან ერთად, ოჯახი შევქმენით. პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი და ბედნიერი ოჯახი
როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად ხედავდეთ ხოლმე ყველა კადრს ![]()
ბავშვებმა დღეს პირველად იგრძნეს ამდენი ადამიანის სიყვარული![]()
ისინი, დღეიდან იცხოვრებენ სახლში, საიდანაც არასოდეს აღარავინ აღარ გაუშვებს. იცხოვრებენ თავის გმირ დედასთან ერთად, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო, შვილები დაიბრუნა და აწი მთელი ცხოვრება მათთან ერთად იქნება ![]()
დანარჩენი, უკლებლად ყველაფერი ახალი აქვთ და ექნებათ, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის დასჭირდებათ
ამაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები, თქვენთანაც და ამათთანაც
არასდროს აღარ დაკარგავენ დედას, სახლს და ჩვენს იმედს, რომელიც ერთად გავუჩინეთ ყველამ
ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი, რაც გავუკეთეთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ორი დღის წინ, ყველაზე უბედური ოჯახი, ამწამს ყველაზე ბედნიერები იძინებენ ქალაქში ![]()
დიდი მადლობა ადამიანებო, ასეთი ამბები მაცოცხლებს, მეტი არაფერი ![]()
ამხელა ბედნიერებას გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
მანამდე მან სოციალურ ქსელში მარტოხელა დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ისტორია გაავრცელა და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდება.
როგორც აკა წერდა, დაახლოებით ერთი თვის წინ ქალმა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო შვილები ბავშვთა სახლში თავად მიიყვანა, რადგან მათთვის საკვების, ტანსაცმლისა და მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებდა.
