LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზამთარში სულ ექვს ადამიანამდე შევამცირეთ ქუჩაში, ახლა ოცდაათზე მეტია”- რაზე წერს აკა სინჯიკაშვილი

287
BeFunky-collage-2

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ ან ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა, თუ ქუჩაში ასეთ ადამიანს შეამჩნევენ, უნდა გამოაგზავნონ მისი ფოტო, ზუსტი ადგილმდებარეობა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.

„დავეხმარებით ყველა საშუალებით, რაც შეგვიძლია. რაც ჩვენ არ შეგვიძლია, იმასაც ვცდით“, — წერს აკა სინჯიკაშვილი.

ქველმოქმედის განცხადებით, ქუჩაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას მისი გუნდი უკვე იცნობს, თუმცა ბოლო პერიოდში ქუჩაში ახალი ადამიანები გამოჩნდნენ.

„ზამთარში სულ ექვს ადამიანამდე შევამცირეთ ქუჩაში, ახლა ოცდაათზე მეტია ისევ“, — აღნიშნავს ის.

აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს სთხოვს, გაავრცელონ მისი მიმართვა, რათა ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც მიიღონ, რომლებიც თავად ვერ შეუმჩნევიათ.

მისი თქმით, მიზანია, ყველა ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება, სათითაოდ მოინახულონ და შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები