LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვკვდები და ხელს ვერ გავიშვერ ქუჩაში ბებიაო, ნელ-ნელა დადის და მისთვის მძიმე ტვირთს დაათრევს“ – აკა სინჯიკაშვილი 84 წლის ქალის შესახებ წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება

225
გიორგი ღოღობერიძე (1)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს 84 წლის ქალის შესახებ, რომელიც თბილისში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

მისი თქმით, ქალი ყოველდღიურად დილიდან საღამომდე მუშაობს – აგროვებს მუყაოს ყუთებს, პლასტმასის ბოთლებს და აბარებს, რათა მინიმალური შემოსავალი მიიღოს.

„შეიძლება ჭკუის სასწავლებლადაც ბევრს გამოადგეს ეს ამბავი.

საოცარი ადამიანი გავიცანით დღეს. მიტოვებული 84 წლის ბებო, რომელიც გათენებიდან დაღამებამდე მუშაობს. აგროვებს მუყაოს ყუთებს, ბოთლებს და აბარებს, რომ იცოცხლოს.

მოვკვდები და ხელს ვერ გავიშვერ ქუჩაში ბებიაო, ასე გვითხრა. ნელ-ნელა დადის და მისთვის რამხელა ტვირთს დაათრევს, რომ ნახოთ, არც დაიჯერებთ. დღეში მაქსიმუმ 10 ლარს შოულობს, მაგრამ , ამაყი ქალია და მათხოვრობას წვალება და შრომა ურჩევნია. ფოტოს ნუ გადამიღებო მთხოვა, ნუ შემარცხვენ ამ სიბერეშიო

წავყევით სახლში და მართლა გული გამისკდა ლამის. ვერც მივხვდი, რომ ჩასასვლელი იყო. შენობის ქვეშ, საძირკველში, 5 კვადრატულში ცხოვრობს. მთელი დღის ნამუშევარი, ამ ნესტიან საწოლზე რომ წვება, რაზე ფიქრობს ნეტავ ისეთი საყვარელი ბებოა, აი ქუჩაში ასეთი სულ რამდენი შემხვედრია არ ვიცი. დიდხანს ველაპარაკე და ვუთხარი, მე და ჩემი მეგობრები დაგეხმარებითთქო, როგორც შვილიშვილებისგან, ისე მიიღეთქო და ცრემლი მოადგა. რა აქვს გადამხდარი, ვინ იცის, ასე მარტო რომ დარჩა ცხოვრების ბოლოს/

გვინდა, რომ ბებოს თვალები გავუნათოთ და მაგრად გავახაროთ.

მოგვეხმარეთ რასაც შეძლებთ და ბებოს ვაგრძნობინოთ ადამიანების გვერდით დგომა.აბა ჩვენ ვიცით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g