დედის ინსტიქტების წყალობით, ბავშვის მოვლის მეთოდები საუკუნეების მანძილზე არ იცვლება. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებს დღეს მეტი შესაძლებლობებიც მოაქვს, მაგრამ ბავშვზე ზრუნვის ბევრი მეთოდი კვლავ წარსულიდანაა შემორჩენილი.

ჟურნალმა Nature Ecology & Evolution მეცნიერების უახლესი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რატომ უჭირავთ დედებს შვილები ყოველთვის მარცხენა ხელით. აღმოჩნდა, რომ ქვეცნობიერად ეს ბავშვის დაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდია,რასაც დედა გაუაზრებლად, საკუთარი ინსტიქტით ხვდება. ამას მეცნიერები თავის ტვინის მუშაობის თავისებურებით ხსნიან.  თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილზე აგებს პასუხს, მათ შორის ეს ეხება ეგრეთწოდებულ „ემოციურ ინტელექტსაც“, რაც ადამიანებთან კომუნიკაციასა და მათ უკეთ გაგებაში გვეხმარება. ამდენად, როცა ბავშვი დედას მარცხენა ხელით ჰყავს აყვანილი, ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ემოციურ სიგნალს გამოსცემს და მშობელსა და შვილს შორის კავშირი უფრო მყარი ხდება. უფრო კონკრეტულად თუ ავხსნით, როცა ბავშვი შეშინებულია, ან ტირის, დედა მას უფრო მარტივად ამშვიდებს ასეთ პოზიციაში. ეს ემოციური კაშირი კი 2 წლამდე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სრულფასოვანი მეტყველების განვითარებამდე ის დედასთან ემოციებით კონტაქტობს.

მეცნიერებს ისტორიული ფაქტებიც მოჰყავთ. აქვე საინტერესოა, რომ პირველყოფილი ბავშვები მარცხენა მხარეს ბევრად დაცულები იყვნენ და მათ გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, ამდენად ეს ინსტიქტი დედას გენეტიკურად, დაბადებიდან აქვს განვითარებული.

არდა ამისა, მკვლევარები ამბობენ, რომ მარცხენა მხარეს ბავშვი უკეთ ისმენს დედის გულისცემას. ამავე დროს, პატარაც ინსტიქტურად მარხხენა მხარეს მეტად ეკვრის დედას, ვიდრე მარჯვენა მხარეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროს ბავშვის მარჯვენა ყური უფრო ახლოსაა დედის სახესთან, როცა ის საუბრობს. ეს კი ეხმარება ბავშვს მეტყველების  განვითარებაში, რადგან სწორედ თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროა პასუხისმგებელი ენისა და მეტყველების განვითარებაზე.

კატეგორიები: რჩევები

მსგავსი თემები