LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ზირაქაშვილი: „როდესაც,  II კლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე, მასწავლებელი წარბებს აზიდავს, გაკვირვებულ ინტონაციას მოირგებს და ხმამაღლა, კლასის გასაგონად იქით იკითხავს: „ეს როგორ არ იცი“…“

450
medeaziraqashvili

ბავშვთა ფსიქოლოგი და ნევროლოგი, მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში მასწავლებლების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს და აღნიშნავს, რომ კლასის გასაგონად პატარა ბავშვისთვის იმის თქმა: „ეს როგორ არ იცი?“ ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

„როდესაც,  II კლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე, მასწავლებელი წარბებს აზიდავს, გაკვირვებულ ინტონაციას მოირგებს და ხმამაღლა, კლასის გასაგონად იქით იკითხავს: „ეს როგორ არ იცი“?????

ჩნდება საფრთხე იმის, რომ:

?ამ ბავშვმა აწი აღარასოდეს დასვას შეკითხვა, უბრალოდ შეეშინდეს შეკითხვის დასმის. „სისულელედ ხომ არ აღიქვამენ ჩემს შეკითხვას”?

?გახდეს თანაკლასელების დაცინვის ობიექტი, რადგან მასწავლებელი აღშფოთდა და აბა, როგორ?

?გაუჩნდეს თვითშეფასების სერიოზული პრობლემა, რადგან მან ხომ ელემენტარული არ იცის…

ეს პრობლემების კასკადის რისკების მინიმალური  ჩამონათვალია.

❗❗❗მეტი ინფორმაცია სკოლებს, ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოწყვლადობაზე, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე და არა ჩაკვლა-ჩაქოლვაზე….

ეს ისე, ინფორმაციისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები