LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: FSB-ს მაღალჩინოსნები პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა – “როგორც სჩანს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს”

5592
BeFunky-collage (1)

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.

ეს ის განყოფილებაა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ომის წინა პერიოდში უკრაინის შიგნით არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეესწავლა და მონაცემები კრემლისთვის მიეწოდებინა.

წყაროების თანახმად, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

“როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს, ლიდერის გაბრაზების შიშით, უბრალოდ ამარაგებდნენ იმ ინფორმაციით, რომლის მოსმენაც თვითონ უნდოდა”, – წერს Meduza.

წყაროების ინფორმაციით, მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე შინაპატიმრობაში მოათავსეს.

მიზეზებს შორის დასახელებულია ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება და ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.

 

 

mazda magti 5g