LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჰააგაში პუტინის დაკავების ორდერზე დაიწყეს საუბარი

159
ვლადიმერ პუტინი

უკრაინული მედიის ცნობით, ჰააგაში პუტინის დაკავების ორდერზე დაიწყეს საუბარი.

როგორც მედია წერს, სისხლიანი დიქტატორის დაკავების გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიტანოს და მისი მიღება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე საქმის არსებითი მოგება.

„მთავარ პროკურორს, თუ მიდრეკილია იფიქროს, რომ ჩადენილია სამხედრო დანაშაულები, პროკურატურას შეუძლია ეს დააკავშიროს რუსეთის არმიასთან და მის სარდლობასთან, შეუძლია მოსამართლეებს დაკავების საერთაშორისო ორდერი მოსთხოვოს.

ჯერ ერთი, ეს ბრალდებულთა სასამართლო დარბაზში ყოფნას არ საჭიროებს. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების ბაზა თავად სასამართლო პროცესთან შედარებით უმნიშვნელოა“, – განმარტა ადვოკატმა ალექსანდრე კნუპმა, რომელიც ჰააგაში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ბრალდებულ დიქტატორებსა და გენერლებს ბოლო ოცი წელი იცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g