LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პირველად აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს

139
ჯაველინი

„Reuters“-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის ახალ, ორ მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელია, სხვა საბრძოლო იარაღთან ერთად, პირველად იქნება შორ მანძილზე, 150 კილომეტრზე მოქმედების რაკეტებიც (GLSDB).

ამის შესახებ სააგენტო შეერთებული შტატების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმირებული წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ამ კვირაში გამოცხადდება.

ახალი პაკეტი მათ შორის მოიცავს დამხმარე დანადგარებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის – Patriot, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს – Javelin და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს.

ამავე თემაზე:

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

“ლეოპარდის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ” – სტოლტენბერგი