„ლეოპარდის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, – აცხადებს “ნატოს” გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
„თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა რუსეთის მოახლოებული თავდასხმებისგან, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსები გეგმავენ ახალ თავდასხმებს და ასევე თუ გვინდა, რომ უკრაინამ შეძლოს ტერიტორიის დაბრუნება, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მეტი ტექნიკა და თანამედროვე იარაღი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით, უკრაინას 14 „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკს მიაწოდებენ.
აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს