LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიამ პუტინის მესამე ქალიშვილი აღმოაჩინა – 17 წლის ლუიზა მამის ასლია

1505
putinchidlren

რუსეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ დრომდე ცნობილია, რომ მას ჰყავს ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. არც ერთი მათგანი მამის გვარს არ ატარებს და ორივე ბიზნესითაა დაკავებული. მედიამ ზუსტად იცის, რომ გოგონები ვლადიმერ პუტინის შვილები არიან, თუმცა საჯაროდ თავად პუტინი არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა მათივე უსაფრთხოებიდან გამონდინარე, მათზე საჯაროდ არ საუბრობს.

დღეს კი მორიგი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მედიამ პუტინის მესამე ქალიშვილი აღმოაჩინა. ეს 17 წლის ლუიზა როზოვააა. გოგონა ძალიან პოპულარული ბლოგერია, ის მოდითა და ხელოვნებითაა გატაცებული. საინტერესო ისაა, რომ ლუზია ძალიან ჰგავს თავად ვლადიმერ პუტინს, თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ის პრეზიდენტ პუტინის შვილი, დუმილს ამჯობინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები