LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ქალიშვილები სოციალური ქსელებიდან გაქრნენ  – არცერთი მამის გვარს არ ატარებს

4255
putini

ოფიციალურად ვლადიმერ პუტინს ორი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინს ეს მხოლოდ ოფიციალურად.  თავად პუტინი პირად ცხოვრებას მკაცრად ასაიდუმლოებს და არასოდეს ჩნდება საჯაროდ ოჯახის წევრებთან ერთად.

ცნობილია, რომ მას ყოფილი მეუღლისგან ლუდმილასგან ორი ქალიშვილი ჰყავს. პირველი მარია 1985 წელს დაიბადა. მარია ახლა 36 წლისაა და მას სახელი პუტინის დედის პატივსაცემად დაარქვეს. მისი გვარია ვორონცოვა, რადგან ის მამის გვარს არ ატარებს, ის წლები გენეტიკური მედიცინის კვლევის ცენტრში მუშაობდა. მარია ნიდერლანდელ ბიზნესმენზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ერთი შვილი ჰყავს. ცნობილია, რომ ახლა ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობს.

ვლადიმერ პუტინის მეორე შვილია კატერინა ტიხონოვა, რომელიც ასევე არ ატარებს მამის გვარს. მან სკოლა გერმანიაში დაამთავრა, ამჯერად კატერინა 35 წლისაა და მათემატიკური კვლევის ინსტიტუტში მუშაობს.

18 წლის ლუიზა როზოვა საოცრად ჰგავს პუტინს. ის ოფიციალურად არ აღიარებული შვილია, მისი დედა მულტიმილიონერი სვეტლანა კრივანოგოვაა. საინტერესოა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ლუიზამ ინსტაგრამი გააუქმა, არადა ის ცნობილი ინფლუენსერი იყო. ასევე სოციალურ ქსელებში აღარ იძებნებიან არც პუტინის უფროსი ქალიშვილები.

და ბოლოს 38 წლის ალინა კაბავეა, რომელსაც პუტინთან რომანს წლებია მიაწერენ. ამბობენ, რომ კაბაევას პუტინისგან ტყუპები შეეძინა დ ისინი შვეიცარიაში დაიბადნენ, თუმცა ოფიციალურად ეს ფაქტი არ დასტურდება.

რუსულმა არხებმა არტისტების შავი სია შეადგინეს – მუსიკოსების მონაწილეობით ყველა კლიპი აიკრძალა 

რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა – რომელმა ქვეყანამ დაუწესა პუტინს ყველაზე მეტი სანქცია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები