LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა – რომელმა ქვეყანამ დაუწესა პუტინს ყველაზე მეტი სანქცია

205
skynews-ukraine-putin-sanctions-5697506

რუსეთმა მის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების რაოდენობით გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას. ამის შესახებ BBC-ი  წერს საექსპორტო კონტროლის და ჯარიმების საერთაშორისო ბაზის, Castellum.ai-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

Castellum.ai-ს მონაცემებით, 2022 წლის 22 თებრვლიდან რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 568 სანქცია შვეიცარიამ აამოქმედა. დღეს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საერთო რიცხვი 5532-ია.

კერძოდ, 2022 წლის 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა ყირიმის ანექსიის, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებების გამო დაწესებული 2754 სანქცია.

2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რიცხვი 2778-ით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები