LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ 38 წლის იუბილე იბიცაზე აღნიშნა (ფოტო)

8064
megan-summer

დასავლური მედია წერს, რომ მეგან მარკლიმ 38 წლის იუბილე იბიცაზე აღნიშნა. გამოცემების მტკიცებით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იბიცაზე ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში პატარა არჩისთან ერთად გაემგზავრნენ.

ცნობილია, რომ ოჯახი კერძო ვილაზე, ყველასგან მოშორებით ისვენებს. მათ ადგილობრივი დამხმარე პერსონალი და და გიდები აუყვანეს. თან კი მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის თანმაშრომლები წაიყვანეს. იბიცა მეგან მარკლის განსაკუთრებულად უყვარს. პირველად ის იბიცაზე 2016 წელს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები