LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ხშირად დაჭმუჭნული ტანსაცმელი აცვია (ფოტო)

megan

ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, რატომ აცვია სასექსის ჰერცოგინიას ხშირად დაჭმუჭნული ტანსაცმელი. ბოლოს ის Smart Works-ის ორგანიზაციას სტუმრობდა, სადაც „ოსაკარ დე ლა რენტას“ დაჭმუჭნული პლაშჩით გამოჩნდა. ფოტოგრაფებმა მეგანი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მანქანიდან ახალი გადმოსული იყო. ცოტა უფრო ადრე, ბრინსვორტში ვიზიტისას მეგანი Brock Collection-ის კაბაში იყო წარმოდგენილი, რომელიც ასევე, საკმაოდ დაჭმუჭნული იყო. ყველს გვახსოვს მისი ვიზიტი ფიჯიში, სადაც მეგან მარკლის Zimmermann -ის ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც ასევე არ გამოიყურებოდა კარგად, ასევე  Other Stories-ის პერანგი და თეთრი ბლუზი.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მეგანის საქორწილო კაბა, რომელიც ასევე დაჭმუჭნული და მოუვლელი კაბის ასოციაციას იწვევდა. მათი აზრით, ეს მეტად დიზაინერების ბრალია, რადგან ისინი ტანსაცმლის  ფაქტურას სწორად ვერ არჩევენ. მაგალითად მოგზაურობებისა და ხანგრძლივი მგზავრობების დროს უპირატესობა ის სამოსს უნდა მიენიჭოს, რომელიც ადვილად არ იჭმუჭნება. ეს კი მეგან მარკლის პირადი სტილისტის  პრეროგატივაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები