LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგონა, ერთპარტიულობა ისტორიას ჩაბარდა, უცებ, გაბედეს და შემოგვთავაზეს: მარგველაშვილი

97
BeFunky-collage (14)

“რაც შედგა ამ დღეებში, ქართული პოლიტიკური რეალობა, ერთპარტიული პარლამენტი, მე ნამდვილად ნეიტრალურს ვერ მტოვებს”- ასე ეხმაურება გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დაანონსებული რაუნდებისგან ბევრ რამეს ელოდება, ვინაიდან მიაჩნია, რომ გამოცდილი ოპოზიციონერები მოლაპარაკების მაგიდაზე თავიანთი პოზიციის ნათლად ჩვენებას შეძლებენ.

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი – ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები

“ძალიან მძიმედ განვიცდი, რომ 30 წლის თავზე, ის, რაც მეგონა, ამ ქვეყანაში ისტორიას ჩაბარდა, ერთპარტიულობა, უცებ გაბედილ იქნა და შემოთავაზებულ იქნა ქართული საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ასევე მიმაჩნია, რომ ფასილიტატორები შეძლებენ დადებითი როლი იამაშონ ამ პროცესში. მაგრამ, მთავარია ყველამ გაითავისოს, რომ მოლაპარკებები, რომელიც იყო 11 დეკემბრამდე და იქნება მომავალში, ორ განსხვავებულ თემაზეა.

“მივიღეთ სტერილური პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება, ამ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება გაუძლებს” – რას შეცვლის მანდატებზე უარის თქმა

11-მდე ერთის მხრივ ოპოზიცია იყო თავისი მოთხოვნებით, ხოლო ხელისუფლება ვაჭრობდა მანდატებით. ეს რეალობა დამთავრდა. დღეს შემდგარია სავალალო ფაქტი – ერთპარტიული პარლამენტი. ამას მარტივად ღრმა დემოკრატიულ კრიზისს ვარქმევთ და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ახალი სათაურით.”- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისივე შეფასებით, კრიზისიდან გამოსვლის სტანდარტული ფორმა ასეთ დროს არის რიგგარეშე არჩევნები.

“მე თარიღებს ვერ გეტყვით მაგრამ, ქართულმა ოცნებამ 11-ში დაგვაბრუნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამას 4 წლით ვერ დააბრუნებს. ესეთ გამოთქმა არის, შეგიძლია ადამიანები მოატყო ცოტახნით, მაგრამ ვერასდროს მოატყუებ ბევრ ადამიანს დიდხანს”, – ამბობს მარგველაშვილი.

magti 5g