LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელაშვილის და ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შესატანად “სირცხვილიამ” 40 000 ლარი შეაგროვა

243
143891218-10221720136165609-8986170413210158501-o

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს (20-20 ათასი ლარის) თანხის შესატანად 40 000 ლარი დაახლოებით 2 საათში შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

“40 000 ლარი შეგროვდა!!! სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება. ჩემო კარგო ქვეყანავ”,- დაწერა ფეისბუქში  მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.  მოგვიანებით, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” გადაწყვიტა ბრალდებულების გირაოს თანხის მობილიზების ორგანიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები