LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია არის კრიმინალი, მადლობა გომელაურს, ვამაყობ პოლიციით: პრემიერი

53
gariba melia

დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვართ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენეთ, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ნიკა მელია არის კრიმინალი“.

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი.

მე შეგახსენებთ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.

კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს – ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები