LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ეს ბატონი გახარია, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან უცნაურად იქცევა, ვერაფერი გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო

73
Untitled design (79)

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ საკრებულეების თემაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„გახარია ძალიან უცნაურად იქცევა… მაშინ რატომ არ ეთაკილებოდა ჩვენთან თანამშრომლობა, მეორე ტურში ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით რომ მოიგეს?!“ –  განაცხადა მელიამ.

„ეს ბატონი გახარია, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან უცნაურად იქცევა. ვერაფერი გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგე. გამოვიდეს და კონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს.

წალენჯიხაში “ოცნებამ” მხოლოდ 34% აიღო. იცით რას ამბობს გახარიას პარტია? – ჩვენ მოგვანიჭა ამომრჩეველმა დამბალანსებლის როლი და პოზიციები ჩვენ, “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” ერთად გავიყოთო. ჩვენ რამდენიმე ადამიანი თანამდებობებზე რომ დაჯდეს, იმისთვის კი არ გვჭირდება საკრებულოს უმრავლესობა, არამედ იმისთვის, რომ კორუფციული სქემები აღარ ხლართოს “ოცნებამ”. იგივე აკეთებს ზუგდიდში, რუსთავსა და სენაკში.

 

ნიკანორ მელიას შემოთავაზებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ მათი სიტყვა და ქმედებები სხვადასხვაა, თუ საჭიროდ ჩათვლის გახარია, გააკეთებს კომენტარს - ბერდია სიჭინავა

„ბატონ გიორგი გახარიას ზოგადად არასდროს უჭირს კონკრეტული და მკაფიო პოზიციების დაფიქსირება“- ბერდია სიჭინავა

 

უცნაურია, რომ ჩხოროწყუში იგივე არ გააკეთა. ეს ბატონი წარმოშობით ჩხოროწყუელი ყოფილა, არც ვიცოდი. ბატონ გახარიას ჩხოროწყუში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ეთაკილებოდა თანამშრომლობა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას წარმომადგენლებს შორის დაკომპლექტება კარგია, იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავენ.

ჩხოროწყუში გახარიას პარტიის სამი დეპუტატი მეორე ტურში გადავიდა, მათ შორის იმ სოფელში, საიდანაც არის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღიად საჯაროდ დაუჭირა მხარი.

სამივე გახდა დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით, იგივე მოხდა წალენჯიხაში. თუ მაშინ არ გეთაკილებოდა, როცა ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად მხარს გიჭერდნენ და ჩვენი აქტიური მხარდაჭერით გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ სცემთ პატივს სენაკელებს, რუსთაველებს, წალენჯიხელებს და ზუგდიდელებს. ვერ გავიგე. რატომ ფერხდება ამ ოთხ მუნიციპალიტეტში მაინც “ოცნების” დანაშაულებრივი სისტემის მსხვრევა და რღვევა. თუ დამოკიდებულება არ შეიცვალა, შეიძლება ამ მუნიციპალიტეტებში ახალი არჩევნები იყოს,” – აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გასულ წელს განაცხადა, რომ თანახმაა, გაიზიაროს პარტია „საქართველოსთვის“ წინადადება და მხარი დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს. თუმცა პარტიაში განაცხადეს, რომ მისი შეთავაზება და ქმედებები ერთმანეთს აცდენილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები