LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია კობახიძის განცხადებაზე: ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის

46
მელია და კობახა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ირაკლი კობახიძის რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განხილვისას ღირებულებებიც მნიშვნელოვანია.

„როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, – თქვა კობახიძემ.

„მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას!

კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში – უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი – საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!

მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი.

კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნება“ კი არა, რუსული ოცნებას მისცეს ხმა“! – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები