LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერის მრჩეველი: ოკუპანტები მარიუპოლის გარშემო თავდაცვის ხაზს აშენებენ

47
მარიუპოლი

„ოკუპანტები მარიუპოლის გარშემო თავდაცვის ხაზს აშენებენ“, – ინფორმაციას ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო Telegram არხის მეშვეობით ავრცელებს.

როგორც ანდრიუშჩენკო აღნიშნავს, ხაზს ნაწილობრივ, საავტომობილო გზის მიდამოში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის ამონტაჟებენ.

„განადგურებულია კადიროველთა ბატალიონის 30-ზე მეტი წევრი – ხერსონში კი რუსეთი ქუჩის ბრძოლებსა და პროპაგანდისტულ ვიდეომასალებს ამზადებს“: უკრაინის გენშტაბი

გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა, ლუჰანსკის ოლქის ერთ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს.

ქალაქის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის „პირამიდების“ წარმოების ორი ქარხანა, რომელიც მარიუპოლში იყო დამონტაჟებული, ფრონტზე მუშაობს და ნაწილობრივ, ხერსონში ტრანსპორტირდება.

ანდრიუშჩენკო ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები მნიშვნელოვნად აძლიერებენ მიმართულებას ჩრდილოეთით დასახლებულ პუნქტ ძველი ყირიმისკენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g