LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებმა სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატები და გუნდის სიის ათეულის წევრები წარადგინეს

54
image-2021-09-15-145421

გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატები და გუნდის სიის ათეულის  წევრები წარადგინეს.

„ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენ ღირსეული ადამიანები შევარჩიეთ სამტრედიის რაიონში ჩვენს წარმომადგენლებად, ახლა მინდა ეს ადამიანები წარმოგიდგინოთ და გთხოვოთ მათი მხარდაჭერა.

ეს არის ხალხი ვისაც უყვარს საკუთარი რაიონი, ქვეყანა, საქმის კეთება და ასეთი ადამიანები მინდა წარმოგიდგინოთ:

  • მამუკა ნოკოლეიშვილი – სამტრედიაში „მესამე ძალის“ სიის პირველი ნომერი, გომი-ოფეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ალექსანდრე დგებუაძე –   სამტრედიის საკრებულოს წევრი,ეკონომისტი
  • ცირა დვალიშვილი – ჩვენი ქალთა ფრთის ღირსეული წარმომადგენელი,სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი
  • ოლეგ თავაძე – მაჟორიტარობის კანდიდატი საჯავახო გორმაღლის მაჟორიტარულ ოლქში
  • პაატა კიკაჩეიშვილი – სამტრედიის მეორე საარჩევნო ოლქში, „მესამე ძალის“ მაჟორიტარობის კანდიდატი
  • კობა კანდელაკი – ნაბაკელის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ავტო ინჟინერი
  • ნიკა საკანდელიძე – მაჟორიტარობის კანდიდატი
  • დიმიტრი  ქართველიშვილი – ქალაქის მესამე საარჩევნო ოლქში „მესამე ძალის“ მაჟორიტარობის კანდიდატი
  • რატი გოგუა – საზღვაო სატრანსპორტო ლოჯისტიკის  სპეციალისტი” – გიორგი ვაშაძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები