LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მესტიაჭალაჰესის“ მოწინააღმდეგე ა(ა)იპ-ების დირექტორებმა, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, მუნიციპალიტეტს შრომითი დავა მოუგეს: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

76
მესტიაჰესის აიპ-ის დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მესტიის მუნიციპალიტეტს შრომითი დავა მოუგო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ვკითხულობთ, სადაც ასევე ნათქვამია, რომ დავა ჰესების მშენებლობის პროტესტის მონაწილეთა სამსახურიდან დისკრიმინაციულ განთავისუფლებას ეხებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს გამოიტანა. სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.

„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან დადგინდა, რომ ნარგიზ ნიგურიანისა და მაია კახიანის დევნა განსხვავებული აზრის გამო მოხდა.

ნარგიზ ნიგურიანი და მაია კახიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების დირექტორებად მუშაობდნენ. ისინი სამსახურიდან 2018 წლის 22 მარტს გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა 19 მარტს მათი გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელეები გათავისუფლებას მესტიაჭალაჰესის წინააღმდეგ მათ აქტიურობას უკავშირებდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პოზიცია, რომ სადავო რეორგანიზაცია ფორმალური ხასიათის იყო და არ ყოფილა დასაბუთებული მოსარჩელეების დათხოვნის აუცილებლობა”, – წერს ორგანიზაცია.