LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან: გახდება თუ არა საჭირო მოსახლეობის ევაკუაცია

90
107095267-2346348462336039-7377762247098139565-o

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანტან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობამ მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. ამ დროის მდგომარეობით სოფელში ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული. სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, სახანძრო ბრიგადებს მუშაობა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძნელდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოახდინონ მოსახლეობის ევაკუაცია.

ვიდეო: სვანეთში, ტყის მასივში ხანძარია: ცეცხლის ჩაქრობას 20 მაშველი და 2 ვერტმფრენი ცდილობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მათივე ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები