LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სვანეთში, ტყის მასივში ხანძარია: ცეცხლის ჩაქრობას 20 მაშველი და 2 ვერტმფრენი ცდილობს

106
pjimage

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა უამინდობის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ჯერერჯობით ვერ ხერხდება.

“სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

პოპულალურები