კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ესპანურ–ქართული ინვესტიციით კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა აშენდება. წარმოების დაწყებისთვის კომპანია 2 105 256 ევროს ინვესტიციას განახორციელებს და 24 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 55 000 ტონა კერამიკული აგურს აწარმოებს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „კერამიკა ელ ტორენტეს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე 28 155 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

მსგავსი თემები