LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე სტეფანემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

256
ლენტეხის-მიტროპოლიტი

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კაონსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

მისივე თქმით, სასულიერო პირებს შორის განხეთქილება მიუღებელია და თესავს მხოლოდ შუღლს და სწორედ, ამის გამო მათ შეუწყდათ უფლებამოსილება.

მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g