მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე იგივე თორჩო, რომელიც ლელა წურწუმიას ბენდის წევრია, გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.
გიორგი ბენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია, რომელიც არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებით, სცენაზე აქტიურობითა და განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ლელა წურწუმია და გიორგი თორაძე სცენაზე ყოველთვის ნამდვილ შოუს გვთავაზობენ.
ვიდეო: ლელა წურწუმია და გიორგი თორაძემ სცენაზე ცეცხლი დაანთეს
ვიდეო: ლელა წურწუმია თავის ბექვოკალთან, გიორგი თორაძესთან ერთად ნამდვილ შოუს გვთავაზობს
შეკითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როდესაც მისი და ლელას მოძრაობები სცენაზე განხილვის საგანია, გიორგი თორაძე ასე პასუხობს:
„ახლანდელი გადმოსახედით, ადრე უცნაური დამოკიდებულება მქონდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის დრო, რომ ჯერ იფიქრო, გაიაზარო, შემდეგ აკრიფო და გააგზავნო ამხელა ნეგატიური ენერგია..
ვიდეო: „ლელა მიყვარხარ“ - გიორგი თორაძისა და ლელა წურწუმიას მორიგი პერფორმანსი სცენაზე
სიმღერის დროს გიორგიმ მსმენელისთვის მოულოდნელად, ტექსტში მცირე ცვლილება შეიტანა, რასაც კონცერტზე დამსწრე საზოგადოებისგან ოვაცია მოჰყვა.
თუ ეს ადამიანები ამ დაგროვილი ცუდი ემოციით თავისუფლდებიან, დაე…“
ლელას და თორჩოს მოძრაობები სცენაზე | პასუხი სოც.ქსელში დაწერილ აგრესიულ კომენტარებს
? ? ლელას და თორჩოს მოძრაობები სცენაზე | პასუხი სოც.ქსელში დაწერილ აგრესიულ კომენტარებს
Posted by მხოლოდ ლელასთან on Monday, 25 September 2023
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა თავად ლელა წურწუმიამაც:
„ეს თუ არის საშუალება იმისა, რომ ეს ადამიანები დაიცალონ, კი ბატონო, დაიცალეთ.. ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, ბევრი მაყურებელი და მსმენელი გვყავს კონცერტებზე და თუ თქვენ [ნეგატიური კომენტარები] შვებას მოგანიჭებთ, არ არის პრობლემა“