მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:00-დან 17:15 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით ჩვეულებრივზე მეტად მოდუნდება ადამიანთა ყურადღება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ავარიული სიტუაციები.
განსაკუთრებული ძალა აქვს დღეს ნათქვამ სიტყვას, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ ბილწსიტყვაობას და უხეშ გამონათქვამებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად და გავლენიანი ნაცნობების შესაძენად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, მსხილი საყიდლების გასაკეთებლად და თვითნაკეთი ნივთების შესაძენად. გაამართლებს რისკი და სპონტანური მოქმედება. არ ღირს ნიშნობა და ქორწინების დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების დასაწყება და საცხოვრებლის შესაცვლა.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და გულს, მოერიდეთ სიმძიმის აწევას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, ციფსერი, ვერცხლისფერი და იისფერი (დღის პირველ ნახევარში), წითელი, ყვითელი და ლურჯი (დღის მეორე ნახევარში), ასევე ზურმუხტი, მარჯანი და რაუხტოპაზი, ოპალი და აგატი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი და სასწორი.