თუ ბინაში ინტერიერის შეცვლას გეგმავთ, სწორედ დღეს გაქვთ ყველაზე თამამი შემოქმედებითი იდეების წარმატებით განახორციელების შანსი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, ახალი საქმის დასაწყებად და პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ლატარიის ბილეთების, საიუველირო ნაწარმის შესაძენად და ახლობლებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და საცხოვრებლის შესაჩვლელად. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს და ხელშეკრულებების გაფორმებას, კოლექტიურ საქმიანობას და პრეტენზიების გამოთქმას.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტუური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ ოპერაციის ჩატარებას დასუსტებულ ხერხემალზე.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღე ელით ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს. სირთულეების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.