მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, პროვოკაციების და კონფლიქტებში ჩაბმის ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და ზედმეტი სიჯიუტის გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, მსხვილი და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის, ცხარე კერძების და ზედმეტი საკვების მიღებას, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.