LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის  28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

551
მიხეილ ცაგარელი

 დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ვერძის ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

არ ღირს იმ საქმის დაწყება, რომელიც დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს წყენა და ეჭვიანობა, ბრაზი და ურთიერთპრეტენზიები. არაა გამორიცხული უმიზეზოდ დაწყებული კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ხორცით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g