LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა: სალომე ზურაბიშვილი

186
salome-zurabishvili-w-h

„მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა.

„მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, ამას შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია. ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ, მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g