პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.
გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციით, აუცილებელია ბავშვები 45 წუთის განმავლობაში მაინც სუფთა ჰაერზე იყვნენ. პარალელურად, უნდა მოწყდნენ ინტერნეტსაც.
პროფესორი ასევე ურჩევს მშობლებს, ბავშვების რაციონიდან ამოიღონ შაქარი.
''ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ'' - გიორგი ფხაკაძე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში, ბავშვები მონაწილეობას ვერ მიიღებენ: გიორგი ფხაკაძე
“პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ბუნებაში. თუ გვაქვს ქალაქგარეთ სახლი, ჯობია გადავიდეთ იქ და არ ვიყოთ ქალაქში. სხვათა შორის, ევროპაშიც არის, რომ ყველა გადის ქალაქგარეთ. იფიქრეთ, რომ 2023 წლამდე ეს გაგრძელდება, ეს არ არის, რომ ერთი თვე მოვითმინოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, არ იქნება კარგად და ჯობია მოვემზადოთ, რეალობას შევხედოთ თვალებში.
ბავშვებს რაც შეეხება, რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.
მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია.
მე რეკომენდაციას ვუწევ ყველა მშობელს, ამოიღეთ შაქარი. აბსოლუტურად არაფერი შაქრიანი, არც კანფეტი, არც ნამცხვარი. შაქარი არის შხამი და ეს არის გამომწვევი ძალიან ბევრი დაავადების.
ინტერნეტთან დიდი ხანი ჯდომა არის ძალიან ცუდი. უყიდეთ ბავშვებს წიგნები, ძალიან კარგი წამალია.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძე.