LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ყარალაშვილმა ჯვარი დაიწერა – რომელი ქართვლი დიზაინერის კაბა ეცვა მოდელს (ფოტო/ვიდეო)

35905
nuka yaralashvili 345

„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი  ყოველთვის გულახდილი რესპოდენტი იყო, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს იკავებდა. ახლა კი ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ნუკა ყარელაშვილმა გათხოვდა. მისი რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია, მათ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

წყვილმა ჯვა­რი ში­ომ­ღვი­მეს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა, ჯვრისწერას მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. „მის საქართველოს“ ორიგინალური თეთრი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ შექმნა. წყვილი უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, ნუკა ყარელაშვილმა ,,მის მსოფლიოზე” პირველ წარმატებას მიაღწია, სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად მას ამ კონკურსში ბრძოლა 86 ქვეყნის ლამაზმანთან ერთად მოუხდა. ,,მის მსოფლიოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ორგანიზატორებმა ტოპ-30 გოგონა დაასახელეს და მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა. ნუკა ყარალაშვილის უმაკიაჟო ფოტო ასევე  “WMagazine”-ის ობიექტივშიც მოხვდა. ის ასევე პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობდა.ნუკა ყარალაშვილი

https://www.instagram.com/p/B2thnE8gp4-/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები