„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის კურთხევით“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან “პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ის მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნები გაყალბებულია და თუ პარტია „გირჩის“ წევრებმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და სანდრო რექვიაშვილმა, მასში მონაწილეობა მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებიც იმავეს შეძლებდნენ.
იაგო ხვიჩიას თქმით, ლევან ხაბეიშვილზე ფსონი როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადო.
„ჩემი აზრით, თუ რაიმეზე გარიგება არსებობს, გარიგება უნდა იყოს, მიშას თავისუფლება. ეს წელი რომ დაიწყო ვახო მეგრელიშვილი სულ ამბობს, „მიშას მალე გაუშვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, ისე გაბანძდება მიშას ციხეში ყოფნის გამო, რომ მას მტრის ხატად ვერ გამოიყენებენ, რამეს მოიფიქრებენ და რამე ახალი დაიწყებაო“.
მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“ მოდის ზაფხული და მიშა ისევ ციხეშია და ხაბეიშვილი იძახის დავამხობ ქოცებსო, მიშა მაგის ჩიტია, ეს ჭამოს?!.
მე უახლოეს ერთ თვეში ველოდები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ, რომ სხვანაირად ის არ გაჩერდება. ის მიხვდება, რომ რაღაც რიგზე არ არის და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნება. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილი“ გაემიჯნება, „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა.