LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: მიშა, მინდა შეგპირდე, იქამდე არ გავჩერდებით, სანამ შენი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება

191
ბაჩო დოლიძე და ვანო მერაბიშვილი (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს გამარჯვება მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრებს ეკუთვნით.

ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადა:

„ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს და ჩვენს მოძმე უკრაინელებს..

ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია.

ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება სწყურია. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია.

დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოში ერთადერთი პარტია, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა.

ჩვენ, ცხადია, ზეიმს არ ვაპირებთ, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს..

მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება უზრუნველყოფილი არ იქნება.

ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში.

ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს ძმებს და დებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ მყარად, რომ ქართველი ხალხი ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით არის. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა.

ამავე თემაზე წაიკითხავთ ვრცლად: 

„მასხარ, გილოცავ!“, „ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის“ – „ოცნება“ ენმ-ის ახალ თავმჯდომარეზე

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე..“ – როგორ ეხმაურებიან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხაბეიშვილის გამარჯვებას

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნიკა მელია: არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ღირსებით და სიმართლით ემართოს

აკაკი მინაშვილი: ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს

გიული ალასანია სააკაშვილზე: თქვა, რომ ნიკა მელიას დიდ პატივს სცემს და გმირია, ხაბეიშვილს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g