LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე..“ – როგორ ეხმაურებიან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხაბეიშვილის გამარჯვებას

145
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. ამის შესახებ მუმლაძე თავის ფეისბუკის გვერდზე წერს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად! ლევან ხაბეიშვილი, გილოცავ,“ – წერს გიორგი მუმლაძემ ფეისბუკზე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი…

Posted by Giorgi Mumladze on კვირა, 29 იანვარი, 2023

 

ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი და ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები არ აძლევს იმედის საფუძველს, რომ „დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება“.

„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას!

დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა..

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.

მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, – წერს ნონა მამულაშვილი.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები